|
2019-12-30 16:54:03, 2143 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ამიერკავკასიაში პირველი სათხილამურო სიმულატორი გაიხსნა
„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით, „პროლესკი საქართველომ“ თბილისში სამთო-სათხილამურო კლუბი გაიხსნა. ამიერკავკასიაში პირველად თბილისში თხილამურებზე სრიალის შესწავლის მსურველებისთვის ტრენაჟორი ამუშავდა. 2019 წლის ზაფხულში „პროლესკი საქართველომ“ გადაწყვიტა საქართველოში სამთო-სათხილამურო კლუბი შეექმნა, რომელიც მსურველებს შესაძლებლობას მისცემდა თხილამურსა და სნოუბორდზე დგომა სათხილამურო ტრენაჟორის საშუალებით შეესწავლათ. ეს არის სტარტაპ-პროექტი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არა აქვს. სიმულატორის საშუალებით დამწყებ მოთხილამურეებს შეეძლებათ ისწავლონ სრიალი თბილისიდან გაუსვლელად, თანაც წლის ნებისმიერ დროს. სასწავლო კურსი შედგება 8 სეანსისაგან, რომლის დასრულების შემდეგაც მსურველს შეეძლება თავისუფლად სრიალი. სწავლებას ხელმძღვანელობენ პროფესიონალი მწვრთნელები. ტრენაჟორის საშუალებით შესაძლებელია, როგორც დამწყებთათვის სრიალის შესწავლა, ასევე, გამოცდილ მოთხილამურეთათვის ტექნიკის დახვეწა. სათხილამურო სიმულატორის საშუალებით სრიალის მოყვარულებს ზაფხულის განმავლობაშიც შეეძლებათ საყვარელი აქტივობით დაკავდნენ. სავარჯიშო დარბაზი იმუშავებს კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში. „პროექტის სპეციფიკიდან და უნიკალურობიდან გამომდინარე დაფინანსებაში თიბისი ლიზინგის ჩართვა მოხდა. დაფინანსებიდან მეოთხე თვეს დანადგარი უკვე საქართველოში იყო და ტრენაჟორი იანვრიდან პირველ მოსრიალეებს მიიღებს. „პროლესკის“ სათხილამურო სიმულატორი ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლებისთვის ისწავლონ სრიალი და ხშირად ესტუმრონ ქართულ სამთო-სათხილამურო კურორტებს. საქართველო მთის კურორტების ქვეყანაა და შესაბამისად, სპორტის ამ მიმართულებების შესწავლაზე მოთხოვნა დიდია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „პროლესკი საქართველოსთვის“ ეს წარმატებული დასაწყისი იქნება,“ - განაცხადა თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ. სამთო-სათხილამურო სპორტის შესწავლით ამ ეტაპზე უკვე დაინტერესებულები არიან კერძო საბავშვო ბაღები, სკოლები და სპორტსკოლები.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)