|
2019-12-30 16:27:30, 1491 ნახვა
საზოგადოება
ვერაზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო
ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩის N7-ში, 500 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორი დამონტაჟდა. მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსებულ თითოეულ სპორტულ ინვენტარზე დამონტაჟებულია ინსტრუქცია და QR კოდის მეშვეობით, ვარჯიშის ვიდეოინსტრუქციის ნახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სპორტულ ინვენტარს აქვს მობილური აპლიკაცია, რომელიც აჩვენებს, თუ რომელი ვარჯიში რომელი კუნთის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, განსაზღვრავს სტატისტიკას, პროგრესს და კვების რეჟიმს. ახლადმოწყობილი სპორტული სივრცე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ და ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა დაათვალიერეს. „ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანია და მსგავსი პროექტებით მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მის პოპულარიზაციას. მსგავსი მულტიფუნქციური სივრცე თბილისში სულ რამდენიმეა და ვიმედოვნებ, მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლები სპორტულ აქტივობებში ჩაერთვებიან“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. სამუშაოები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯა, კომპანია „გრინსერვის +“-მა შეასრულა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)