|
2019-12-30 11:04:45, 3884 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: არანაირ წარმატებას არ ექნება მდგრადი პერსპექტივა, თუ არ შევქმენით თანამედროვე განათლების სისტემა
„არანაირ ჩვენს წარმატებას, არ ექნება მდგრადი და განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა, თუ ჩვენ არ შევქმენით თანამედროვე განათლების სისტემა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გაახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც მთავრობამ 2019 წელს დაიწყო, გაგრძელდება და პრიორიტეტული იქნება 2020 წლის განმავლობაში. „მინდა, გამოვყო განათლება და ის, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა აკეთებს განათლების მიმართულებით. განათლების რეფორმა არის უაღესად მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, არანაირ ჩვენს წარმატებას, ვერც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ ჩვენ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა. სხვანაირად ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ, იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალური კონკურენციის ფარგლებში. ამიტომ განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ 2019 წელს, გაგრძელდება და იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის 2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საშუალო და პროფესიული განათლების თვალსაზრისით“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)