|
2019-12-28 15:23:01, 2419 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი - ერთადერთი ვიცით, რომ იქ მამა ნორმალურად იყო, შევიწროებას და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია
„ერთადერთი ვიცით, რომ იქ ნორმალურად იყო. შევიწროებას და ზეწოლას ადგილი არავის მხრიდან არ ჰქონია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვიხარია“, - ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და მას ახლა დასვენება სჭირდება. „ძალიან დიდი მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც ამ 50 დღის განმავლობაში ხდებოდა და რა მხარდაჭერაც ჩვენ გამოგვიცხადეთ, ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, ახლა ისე ვართ, ემოციებს ვერ გამოვხატავთ. ფიზიკურად მამა ნორმალურ მდგომარეობაშია. ცოტა გამხდარია, მაგრამ თავს ნორმალურად გრძნობს. ახლა დასვენება გვჭირდება ჩვენც და მასაც, რომ ცოტა აზრზე მოვიდეთ. ერთადერთი ვიცით, რომ იქ ნორმალურად იყო. შევიწროებას და ზეწოლას ადგილი არავის მხრიდან არ ჰქონია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვიხარია. მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, საერთოდ დღევანდელი გათავისუფლება. ყველა ვხედავდით, რომ ამ ხნის განმავლობაში ყველა ჩართული იყო მაქსიმალურად, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები და ამიტომ, ჩვენი აზრით, ყველას ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ეს შედეგი, რაც დღეს მივიღეთ. ყველა კომპლექსურად იმუშავა და ეს ყველას შედეგია“, - განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა. შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)