|
2019-12-27 13:10:30, 1576 ნახვა
საზოგადოება
სარეკლამო კომპანია „პანდა“ მათ მიმართ გამოთქმული ბრალდებების ნაწილს ადასტურებს
სარეკლამო კომპანია „პანდა“, რომელიც „ფეისბუკმა“ რამდენიმე დღის წინ, გაუქმებულ პროსახელისუფლებო გვერდებთან დააკავშირა, ვიდეო მიმართვას ავრცელებს. „პანდა“ ბრალდებების ნაწილს ადასუტრებს და აღიარებს, რომ ფეისბუქზე საკუთარი რესურსებით ოპოზიცის, კერძოდ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიზანმიმართულად აკრიტიკებდა. როგორც ვიდეომიმართვაშია აღნიშნული, პანდა ამას არა „ქართული ოცნების“ სიყვარულით, არამედ „დიქტატურის დაბრუნების შიშით“ აკეთებდა. "იმ უამრავი ბრალდებიდან, რომელიც მედიამ მოგვაკერა, ჩვენ ვადასტურებთ მხოლოდ მცირე ნაწილს. ფეისბუკის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბარია ჩვენი მხრიდან ოპოზიციის კრიტიკაზე. დიახ, ჩვენ ჩვენს რესურსებში მართლაც ვაკრიტიკებდით ოპოზიციას, უფრო კონკრეტულად "ნაციონალურ მოძრაობას", ჩვენ ამას არ ვაკეთებდით "ქართული ოცნების" სიყვარულით, არამედ ვაკეთებდით ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით, რადგან ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გვაქვს გამოცდილი. მერვე კლასში ვიყავით, როცა ერთ-ერთ გადაცემაში გავაგზავნეთ პლაკატი, მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და დიქტატურას ვაკრიტიკებდით, მეორე დილიდანვე ჩვენს მიმართ პოლიციის მხრიდან დაიწყო დევნა და ფსიქოლოგიური ტერორი, იმავე დღეს ჩვენი მეგობრის მამა სახელმწიფო სამსახურიდან გაათავისუფლეს, ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ ჩვენი დაჭერით. რამდენიმე დღეა ცილს გვწამებენ და ჩვენს შესახებ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას. რა მოხდა სინამდვილეში? გამოქვეყნდა 2 დამოუკიდებელი დასკვნა, ერთის ავტორია ოფიციალური "ფეისბუკი", ხოლო მეორე ეკუთვნის 2 ქართველს - ეთო ბუზიაშვილს და გივი გიგიტაშვილს. ეთო ბუზიაშვილმა საკუთარი ვარაუდის და არა ფაქტების საფუძველზე დადო დასკვნა, რომლითაც 5 ბრალდებას გვიყენებს, მათგან "ფეისბუკი" მხოლოდ 2-ს ადასტურებს. ბრალდება პირველი: ე.წ ფეიკ ნიუსების გავრცელება - "ფეისბუკი" ამას არ ადასტურებს. ბრალდება მეორე: მიკერძოებული პროფესიონალი ამტკიცებს, რომ საზოგადოების გახლეჩვას ვცდილობდით, "ფეისბუკი" ამას არ ადასტურებს, ბრალდება მესამე: მიკერძოებული პროფესიონალი ბრალს გვდებს ანტიამერიკულ პროპაგანდაში - "ფეისბუკი" ამას არ ადასტურებს. რას ამბობს "ფეისბუკი"? ისინი წერენ, რომ ჩვენ სისტემურად ვმუშაობდით. დიახ, ეს ასეა, ჩვენ სოციალურ ქსელში ვფლობთ და ვაქირავებთ რესურსებს. "ფეისბუკი" ამბობს, რომ ჩვენ კრიტიკულები ვიყავით ოპოზიციის მიმართ, დიახ, ჩვენ ამასაც ვადასტურებთ,"- ნათქვამია "პანდას" მიმართვაში. შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს, Facebook-მა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი, ჯგუფები და ყალბი ანგარიშები წაშალა, რომლებიც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)