10:11 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-26 17:46:19, 1922 ნახვა

პოლიტიკა
მიქაუტაძე: ამ ეტაპზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატობა ჩემს გეგმებში არ შედის

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემ გეგმებში არ შედის, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ცალკე პროცედურაა. მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ საკითხზე უახლოეს მომავალში იმსჯელებს. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ამ ეტაპზე არ განვიხილავ, არ მაქვს ასეთი ინტერესი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემ გეგმებში არ შედის, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ასე რომ, უარვყოფ ამ ინფორმაციას“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რიანამ გულშემატკივრები თავისი ყველაზე თამამი ფოტოსესიით გაახარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics