|
2015-07-25 14:11:30, 668 ნახვა
საზოგადოება
"მზიურის" მოპირდაპირე მხარეს გვირაბის ნაცვლად, ხიდი აშენდება
მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ობიექტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა. მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, აღდგება გზის დაზიანებული მონაკვეთები და დანგრეული ტროტუარები, განხორციელდება გვირაბების შესასვლელისა და გასასვლელის დაზიანებული ნაწილების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მზიურის მიმდებარედ, ჩაწყვეტილ მონაკვეთზე, ხიდი შენდება. „სტიქიიდან ერთ კვირაში დავიწყეთ დაზიანებულ ზონებში საყრდენი კედლების მოწყობა, ახლა კი ყველაზე რთული მონაკვეთის აღდგენა-მშენებლობა. მზიურის მოპირდაპირე მხარეს, გვირაბის ნაცვლად, იქნება სახიდე გადასასვლელი, რაც უფრო უსაფრთხო იქნება. მდინარე „ვერე“ თავისუფლად იქნება ხიდის ქვეშ და, მისი შესაძლო ადიდების შემთხვევაში, საფრთხე აღარ იარსებებს“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. საავტომობილო კვანძის დროულად აღდგენისა და დედაქალაქში საცობების თავიდან აცილების მიზნით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში წარიმართება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიები „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებენ. პროექტის ღირებულება 14.7 მლნ ლარია. ამასთან, გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე სამუშაოების დაწყებამდე სტიქიის ზონაში საყრდენი ნაგებობების მშენებლობა დაიწყო. საყრდენი კედელი უკვე მოეწყო ჭავჭავაძის #83-ის მიმდებარედ. მუშავდება პროექტი წყნეთის საავტომობილო გზაზე დამცავი ნაგებობის მოსაწყობად. ამჟამად კი, ვერეს ხეობაში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარეობს საყრდენი კედლის მშენებლობა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)