|
2019-12-26 14:39:00, 1762 ნახვა
პოლიტიკა
ლია გიგაური: სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ძალისხმევას არ დავაკლებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდეს
„ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა და მისი გათავისუფლების ასე გაჭიანურება კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს“, - ამის შესახებ ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, გაკეთდება მაქსიმუმი, რათა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დროულად დასრულდეს. „ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა და მისი გათავისუფლების ასეთი გაჭიანურება კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავაგრძელოთ ძალისხმევა. სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად ჩართული არიან შესაბამისი უწყებები, საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა. მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა ძალისხმევაა არ დავაკლებთ, რათა მაქსიმუმი გავაკეთოთ და გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დროულად დასრულდეს და დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, - განაცხადა ლია გიგაურმა. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედაებიან, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)