|
2019-12-26 10:57:16, 931 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართულებით ახალი სააგენტო შეიქმნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი წარადგინა. 2019 წლის დეკემბერში შექმნილი სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიზანს, დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, მათი განსახლება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. სააგენტოს შექმნა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა, რომლებიც საომარი მოქმედებებისა თუ სტიქიური უბედურებების გამო იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ამ მიმართულებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. სააგენტო განსახლების პარალელურად, დევნილთა და ეკომიგრანტთა დასაქმების საკითხებზეც იმუშავებს და არაერთ მიზნობრივ პროექტს განახორციელებს. 2020 წლიდან, სააგენტოს გუნდი კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა თითოეულ დევნილ ოჯახს, საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე, ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ხოლო თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახს, უსაფრთხო გარემო შეუქმნას.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)