|
2019-12-24 14:18:38, 2505 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ვაჟა გაფრინდაშვილი საკითხზე გაერო-ს გენმდივნის მოადგილეს ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს როზმარი დიკარლოს ესაუბრა. საგარეო უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილების მიუღებლობას, აღინიშნა რომ ექიმის უკანონო დაკავება და პატიმრობა წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას და ამძიმებს ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას. ასევე, ხაზი გაესვა მსგავსი უკანონო ქმედებების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საკითხის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და ჩართულობისთვის. მხარეებმა იმედი გამოთქვეს რომ პროცესი ახლო მომავალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებით დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)