10:10 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 16:52:32, 2575 ნახვა

პოლიტიკა
კარლო კოპალიანი: ბასიაშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც თავის ბრიგადასთან ერთად 26 მაისს გვარბევდა

„პარლამენტის სირცხვილია მისი უფლებამოსილების ცნობა, მაგრამ ეს სირცხვილი იმ ხალხმა ზიდოს, ვისი პარტიის წარმომადგენელიც არის“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კარლო კოპალიანი ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის დეპუტატად დანიშვნას.

როგორც კარლო კოპალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან არ დაუჭირა კოპალიანის დეპუტატად დანიშვნას მხარი, რადგან ის იყო ერთ-ერთი, ვინც 26 მაისს არბევდა ხალხს.

„პარლამენტის სირცხვილია მისი უფლებამოსილების ცნობა, მაგრამ ეს სირცხვილი იმ ხალხმა ზიდოს, ვისი პარტიის წარმომადგენელიც არის. მას მხარი არ დავუჭირე, რადგან მეშვიდე მოწვევის პარლამენტში ერთად ვიყავით და ის ერთ-ერთი ადამიანი იყო, ვინც თავის ბრიგადასთან ერთად 26 მაისს გვარბევდა. სიკვდილამდე გვცემეს და ამ დროს ბასიშვილი იყო თავის ჯგუფთან ერთად, რაც ცნობილი ამბავია. კარგი იქნება, თუ მას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

შეგახსენებთ, დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხი განიხილა და დაამტკიცა. კენჭისყრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ორმა წევრმა, კარლო კოპალიანმა და ენძელა მაჭვარიანმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი არ დაუჭირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რიანამ გულშემატკივრები თავისი ყველაზე თამამი ფოტოსესიით გაახარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics