|
2019-12-21 18:38:14, 2265 ნახვა
საზოგადოება
„გაბედე ბრძოლა სიცოცხლისთვის“ - მოძრაობა „გაბედე“ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს
მოძრაობა „გაბედე“ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობის ამბავს და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე მიხეილ ქუმსიშვილი ამბობს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს და სისტემა ჯალათებისგან უნდა განიწმინდოს. „ბატონმა გომელაურმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თუმცა, მხოლოდ გომელაურის შეცვლით მთლიანი სისტემა არ შეიცვლება. გომელაური უბრალოდ არის ის ადამიანი, რომელმაც დაუყონებლივ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მომხდარზე, უნდა გადადგეს და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ძირეული, ფუძისეული წმენდა სისტემაში. როდესაც ვსაუბრობთ სისტემაზე, აქ საუბარია ზოგადად, მათ შორის ძალოვან უწყებებზე და სამინისტროებზე. ამიტომ, ბუნებრივია ამ ყველაფრის ლიდერი პრემიერ-მინისტრია. სისტემის ცვლილების რამდენიმე გზა არსებობს. არსებობს ძალისმიერი და არჩევნებისმიერი გზა. ჩვენ ძალადობრივ მეთოდებს ვემიჯნებით. გვინდა, რომ სამართლიანი არცევნები არსებობდეს ქვეყანაში და სისტემა განიწმინდოს იმ ჯალათებისგან, ვინც გააუბედურა ათასობით ადამიანი“, - განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა. ახალგაზრდა აქტივისტები საზოგადოებას მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ სისტემის ცვლილებას და საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)