|
2019-12-21 16:11:21, 2747 ნახვა
საზოგადოება
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე: კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ 1 ადამიანი დაესხა თავს და 4 მოწმედ იმყოფებოდა
„კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ 1 ადამიანი დაესხა თავს ცოტნეს და 4 მოწმედ იმყოფებოდა“, - ამის შესახებ ცოტნე გამსაურდიას მეუღლემ, ანა ჯაბუამ განაცხადა. მისი თქმით, ის გამოძიებას უნდობლობას არ უცხადებს, თუმცა კატეგორიულად არ ეთანხმება მის ვერსიას. „ჯერჯერობით გამოძიებას ჩემთვის საფუძველი არ მოუცია, რომ არ ვენდოთ, ყოველშემთხვევაში აქამდე არ გამომიცხადებია გამოძიებისთვის უნდობლობა, პირიქით მადლობაც გადავუხადე ოპერატულობითვის, მაგრამ მე მინდა დავაზუსტო, ვერსიას კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ 1 ადამიანი დაესხა თავს ცოტნეს და 4 იქ მოწმედ იმყოფებოდა, როგორ ერთ ადამიანს ერთ ხელში დანა ეჭირა, მეორეთი ურტყამდა და მესამეთი ბლაგვი საგანი? ცოტნე იყო ძალიან ძლიერი, ვარჯიშობდა ბევრს, ფიზიკურადაც დიდი და ჯანმრთელი იყო და ცოტნეს ვერც ერთი და ვერც ორი ადამიანი ვერ მეორეოდა“, - განაცხადა ანა ჯაბუამ. შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსაურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას ბასრი საგნით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, რის გამოც გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდა. განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ამ საქმეზე 5 პირია დაკავებული.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)