|
2019-12-20 11:24:43, 1255 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია: სანამ ამოცანა არ იქნება მიღწეული, მანამდე გაგრძელდება პროტესტი ქვეყანაში
„სანამ არ იქნება ამოცანა მიღწეული, მანამდე გაგრძელდება პროტესტი ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ სასტუმრო „შერატონში“, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ჩანიშნული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „მმართველი გუნდი ჯერ ამბობდა, რომ საერთოდ არანაირი მოლაპარაკების საჭიროება და შესაძლებლობა არ არისო, მერე განსახილველი არაფერი არ არისო, არაფერი არ შეიცვლებაო, ახლა ამბობენ, რომ რაღაც მოიტანეს და არ ვიცი, რა მოიტანეს. ფაქტია, რომ სერიოზული წნეხის ქვეშ არიან და იმსახურებენ ამასაც და უარეს წნეხსაც. ეს წნეხი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიიღწევა შედეგი, რასაც ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები დაჰპირდნენ საზოგადოებას გავრილოვის ღამის დაღვრილი სისხლის შემდეგ – ეს არის ჩვენი არჩევნების პროპორციულობა. ახლა რაღაცა წინადადება მოიტანეს, შევხედავთ და მოგახსენებთ საზოგადოებას. იმის მიუხედავად, დღეს რა მოიტანეს, სანამ არ იქნება ამოცანა მიღწეული, მანამდე გაგრძელდება პროტესტი ქვეყანაში. იქნება საერთაშორისო წნეხი და იზოლაცია ამ რეჟიმის და პერსონალურად ივანიშვილის“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რიგით მეოთხე შეხვედრა მიმდინარეობს.
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
ტულას რეგიონში Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრზე დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)