|
2019-12-19 14:20:06, 1513 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - განსაკუთრებით დავეხმარებით ქართული კერამიკის წარმოების განვითარებას
„ქართული წარმოების კერამიკული ნაწარმი არის ძალიან პერსპექტიული და ჩვენ ამ დარგს განსაკუთრებით დავეხმარებით" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" აქამდე არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებს რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატა, მათ შორის კერამიკის წარმოება. „კერძოდ, ეს არის კერამიკული საშენი მასალების განვითარება, სანტექნიკური ნაკეთობების განვითარება, რადგან დღეს, საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნა ძირითადად იმპორტით არის დაკმაყოფილებული. რეალურად კი ქართული კერამიკული ნაწარმი არის ძალიან პერსპექტიული და ჩვენ ამ დარგს განსაკუთრებით დავეხმარებით", - განაცხადა ნათია თურნავამ. პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პროგრამის მიერ მხარდაჭერილი დარგების ჩამონათვალს დაემატა საზღვაო თევზჭერა, ტურისტული სერვისები, როგორიცაა თემატური პარკები (მაგალითად, ეთნოგრაფიული პარკები და სხვ), ასევე სათავგადასავლო ტურიზმი და ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტი. „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტის მიმართულებით 2015-2018 წლებში მხარდაჭერილია 6,212 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 46,9 მლნ. ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 61 მლნ ლარზე მეტია, სადაც ჯამში დაფინანსებულია 9,384 ბენეფიციარი.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)