|
2019-12-19 14:13:06, 1032 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი - კაცობრიობა გაჭირვებაშია, ხშირად, ადამიანები კარგავენ იმედს და თავს იკლავენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვის დასრულებსი შემდეგ მრევლს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, კაცობრიობა გაჭირვებაშია და ხშირია შემთხვევები, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, როდესაც ადამიანები კარგავენ იმედს და იკლავენ თავს. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეულია წმინდათა შორის. მას ეწოდება სწრაფად შემწე. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს და მთელი მსოფლიოს მფარველია. წმინდა ნიკოლოზს ვუწოდებთ ყოველთა ქართველთა დიდ კათოლიკოს-პატრიარქს. მინდა, შეგახსენოთ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი კარგავს იმედს და თავს იკლავენ. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, შეეწიოს ყველა გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზმა დაგლოცოთ თქვენ და ყველა ადამიანი, განსაკუთრებით გაჭირვებული ადამიანები“, – განაცხადა ილია მეორემ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)