|
2019-12-18 23:13:59, 1147 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან ლუკა სირაძის ხსოვნის აქცია გაიმართა
პარლამენტთან 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო სახელმწიფო უნივერსიტების სტუდენტები მდუმარე აქციას მართავენ. სტუდენტები პარლამენტთან ილიას უნივერსიტეტიდან მსვლელობით მოვიდნენ. სტუდენებს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრებიც შეუერთდნენ. მათ პარლმენტთან სანთლები დაანთეს და ლუკა სირაძის ხსოვნას პატივი მიაგეს. აქციის მონაწილეების გარკვეულმა ნაწილმა, მათ შორის მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა კი პარლამენტის შენობიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც ასევე ლუკა სირაძის ოჯახის მიმართ სოლიდარობისა და, მათი თქმით, "მანკიერი საპოლიციო სისტემის" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)