|
2019-12-18 16:46:51, 1634 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ჩინეთს შორის მემორანდუმები გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთის რესპუბლიკის ქალაქ პეკინში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ქართული ჩაისა და ქართული თამბაქოს სექტორის მიმართულებებით თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. ,,საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, ორი ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს აქტიურად ითანამშრომლონ. საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებული მემორანდუმი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სოფლის მეურნეობის დარგში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის”, - განაცხადა ხატია წილოსანმა. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ აღნიშნა, ჩინეთის რესპუბლიკის ქალაქ პეკინში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. „მემორანდუმი ინიცირებულია „ჩინეთისა და საქართველოს თანამშრომლობისა და მეგობრობის ასოციაციის“ მიერ და მისი ძირითადი მიზანია ქართული თამბაქოს პოპულარიზაცია, აჭარაში მეთამბაქოობის დარგის განვითარების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და ფერმერების კეთილდღეობას’’, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)