03:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 15:06:34, 5032 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის საცხოვრებელი სახლების კომისიამ სატენდერო დოკუმენტაცია შეიმუშავა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების შედგენაზე იმსჯელა.

როგორც სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა და კომისიის თავმჯდომარემ ედიშერ თოლორაიამ განაცხადა, ტენდერში მონაწილე თითოეული სამშენებლო კომპანიის გამოცდილება უნდა იქნეს შესწავლილი. მშენებლობა სერთიფიცირებული მასალით (ქვის მასალა, ჭერი, იატაკი, წყლის გამათბობელი ) უნდა განხორციელდეს.

„ეს არის ჩენი მოღვაწეობის ისტორიაში ყველაზე საპასუხისმგებლო პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგ 16 სოციალურად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახი მიიღებს კომფორტულ საცხოვრებელ სახლს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დავაკვირდებით მშენებლობის პროცესს და საჭიროების შემთხვევაში ვიქნებით რიგითი მუშებიც“, – განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.

საცხოვრებელი სახლების მშენობლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის 27 ივლისს გამოცხადდება. დაინტერესებულ კომპანიებს 20 დღის განმავლობაში შეეძლებათ ტენდერში მონაწილეობის მიღება. ვადის ამოწურვის შემდეგ გამოვლინდება სამშენელო კომპანია, რომელსაც ექნება 49 სამუშაო დღე საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად.

მიმდინარე წლის ნოემბერში მუნიციპალიტეტში 16 მუნიციპალური (2 ერთოთახიანი და 14 სამოთახიანი) სახლი აშენდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics