|
2019-12-18 13:51:12, 1429 ნახვა
საზოგადოება
DRI - ცალკეულ პირთა პასუხისმგებლობა სისტემურ ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის
„სისტემურ ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის მხოლოდ ცალკეულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - ასე ეხმაურება „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს და შესაბამის განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული ორგანიზაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების შემჭიდროვებულ ვადებში წარმართვისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ლუკა სირაძის საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ გუნდი მწუხარებას გამოთქვამს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და საზოგადოებას. საქმეში გამოკვეთილი დარღვევები, მათ შორის, სპეციალიზაციის არმქონე სამართალდამცავთა ურთიერთობა არასრულწლოვანთან, სავარაუდოდ მუქარისა და დაშინების გამოყენება აღიარების მიღების მიზნით, ხაზს უსვამს ქართული მართმსაჯულების სისტემურ ხარვეზებს. მიუხედავად საგანგებოდ შემუშავებული არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსისა, რომელიც თავის დროზე სამართლიანად შეფასდა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად, პოლიციის სისტემა არ/ვერ იცავს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და არ არის ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ სისტემურ ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის მხოლოდ ცალკეულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შემჭიდროვებულ ვადებში წარმართოს გამოძიება. საქმეში მონაწილე ყველა პირის ვინაობის, როლისა და პასუხისმგებლობის დადგენა მიუხედავად მათი თანამდებობრივი იერარქიისა, საზოგადოებას სისტემური ხარვეზების ანალიზის საშუალებას მისცემს. ლუკა სირაძის საქმის გამოძიება იქნება ტესტი, რამდენად ეფექტურია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ყურადღებით დააკვირდება საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)