|
2019-12-18 10:57:24, 855 ნახვა
საზოგადოება
„ვგლოვობთ ლუკას გარდაცვალებას“ - „მწვანე სკოლამ“ სასწავლო პროცესი კვირის ბოლომდე შეწყვიტა
„მწვანე სკოლამ“ ლუკა სირაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და მომხდარის გამო სასწავლო პროცესი კვირის ბოლომდე შეწყვიტა. მოზარდი რამდენიმე თვის განმავლობაში „მწვანე სკოლაში“ სწავლობდა. სწორედ ამ სკოლაში გაკეთებული წარწერების შემდეგ დაიწყო ყველაფერი. „უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენით აღუწერელი ტრაგედიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა და ემოციური ბმა აკავშირებს მის ყოფილ თანაკლასელებს და მასწავლებლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. ამ ამბავმა შეგვძრა. ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას“,- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს „მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები უძღოდა წინ, რის გამოც მოზარდი მოწმის სახით დაკითხეს. ლუკა სირაძის ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. აღნიშნულ საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)