|
2019-12-18 01:56:57, 2284 ნახვა
პოლიტიკა
მოძრაობა „გაბედე“ შაბათს კანცელარიასთან აქციას აანონსებს
სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრები შაბათს, 21 ნოემბერს 18:00 საათზე, კანცელარიასთან აქციას აანონსებენ. გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის დაკრძალვამდე, ისინი უარს აცხადებენ აქტიურ პროტესტებზე. როგორც სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" ერთ-ერთმა წევრმა, მიშა ქუმსიშვილმა აღნიშნა, აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება დამნაშავეების დასჯა და ძირგამომპალი სისტემის დაშლა. მისივე თქმით, ლუკა სირაძე არ იყო სისტემის პირველი მსხვერპლი და ეს უნდა დასრულდეს, ამიტომაც ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და გააპროტესტოს ეს დამპალი სისტემა. “გამომდინარე იქიდან,რომ ეს დღეები ყველასთვის მძიმე იქნება, მოძრაობა “გაბედე” მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში, მანამ, სანამ არ დაიკრძალება ახალგაზრდა ბიჭი, თავს შევიკავებთ აქტიური პროტესტისგან, მაგრამ შაბათს 18:00 საათზე ვაანონსებთ აქციას მთავრობის კანცელარიასთან, ვინაიდან სახეზეა ძალადობრივი პოლიციური რეჟიმი და საუბედუროდ ლუკა არ იყო პირველი მსხვერპლი ამ რეჟიმის და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს საქართველოში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და მივმართავთ პროტესტის ყველანაირ ფორმას იმისთვის, რომ რომ საწადელს მივაღწიოთ და ეს ძირგამომპალი სისტემა, რომელმაც არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს", - განაცხადა "გაბედეს" აქტივისტმა, მიშა ქუმსიშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)