|
2019-12-17 20:47:56, 13075 ნახვა
საზოგადოება
ლუკა სირაძე - ამ ცხოვრების დედაც - რა უძღოდა წინ ტრაგედიას (ისტორია)
ბიჭი 15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც სიცოცხლისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში იბრძოდა ცოტახნის წინ გარაიცვალა. მანამდე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, დღეს მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც გუშინ საღამოს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ისრაელიდან მოწვეული ექიმის ზიონ ზიბლის თქმით, მომდევნო 4-5 დღე უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი. - "ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად,“ - აცხადებდა ექიმი. 15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. “მშობლის გარეშე არასრულწლოვნის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ განხორციელებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ინსპექტორის სამსახურთან. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩართულია პოლიციელთა მხრიდან არასრულწლოვანზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის საქმეში, რამაც მოზარდი სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა. აღსანიშნავია, რომ გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი ასევე ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში”, – ნათქვამია საიას განცხადებაში. „მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორი ბაკურ სულაკაური ეხმაურება სკოლაში მომხდარ ინციდენტს. "ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ შეფასებების გაკეთებისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენიმე ფაქტი: შემთხვევა მოხდა ღამით. დილით სკოლაში შესულ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და თანამშრომლებს დახვდათ წითელი საღებავით დაზიანებული კედლები, კარადები, ნახატები, ვიდეოკამერები და სხვ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმ ერთ წარწერაზე, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ვიდოკამერების ჩანაწერებით ჩვენ ვერ მოვახერხეთ სკოლის ტერიტორიაზე ღამის საათებში შემოსული პირის იდენტიფიცირება. თუმცა დანამდვილებით დავადგინეთ, რომ შემოსული პირი სკოლის არც ერთი მოსწავლე, მასწავლებელი ან თანამშრომელი არ იყო. ამის შემდეგ სკოლამ იმოქმედა კანონის შესაბამისად. სკოლის დაცვის სამსახურს კანონი და სკოლის შინაგანაწესი ავალდებულებს, რომ ასეთ სიტუაციებში საპატრულო პოლიციას მიმართოს. ეს არა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნაბიჯი, არამედ სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლების და თანამშრომლების ნაწილის სურვილი იყო, სკოლას კი ამის არც შესაძლებლობა ჰქონდა და არც - უფლებამოსილება. ზოგიერთი გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ არ გამოვიძახეთ სოციალური სამსახური და ფსიქოლოგიური დახმარება არ გავუწიეთ მოზარდს. სკოლამ ვერ დაადგინა სკოლის ტერიტორიაზე შემოსული პირის ვინაობა და ბუნებრივია, ვერც იმას მიხვდებოდა, ეს პირი სრულწლოვანი იყო თუ არასწრულწლოვანი, სჭირდებოდა თუ არა მას ფსიქოლოგიური დახმარება. მას შემდეგ, რაც შემდგომი მოკვლევით პოლიციამ დაადგინა პირის ვინაობა, აღმოჩნდა, რომ ის „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლე იყო. - " წერდა ბაკურ სულაკაური. საქმეზე მოკვლევა დაიწყეს ფსიქო - სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებმა. სპეციალისტები თბილისის მე-100 საჯარო სკოლასა და "მწვანე სკოლაში“ მუშაობენ. ისინი ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს ესაუბრებიან. "ვახორციელებთ სასკოლო ინტერვენციებს, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვებში, საჭიროებიდან გამომდინარე და რადგან ჩვენი სერვისი არის კონფიდენციალური, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ,"-აცხადებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი, ელენე ყიფიანი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)