|
2019-12-17 16:22:25, 1391 ნახვა
საზოგადოება
„სამსახურში უნდა შევიდე“ - ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოსთან კიბე მიიტანა
თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს შენობასთან კიბე მიიტანა. როგორც მან აღნიშნა, ეცდება შენობაში კიბის საშუალებით შევიდეს და თავისი მოვალეობა შეასრულოს. „ეს არ არის საკრებულო, ეს არის ქაჯეთის ციხე. შესაბამისად, როგორც ვიცი, ციხეებში კიბეებით გადაადგილდებოდნენ, მითუმეტეს აქ ცივილურად გადაადგილების საშუაებას დეპუტატებს გვიზღუდავენ, არ მიშვებენ, ნახეთ, რომ გამომაძევეს ძალის გამოყენებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაპროტესტებდით იმას, რომ ჩვენი თანამოქალაქე ტყვედ რომ არის ჩავარდნილი, იმ ადამიანის დაკავებას ლეგიტიმაციას რომ უკეთებს ქართული ოცნების დეპუტატი და ამბობს, რომ თურმე პროვოკატორია, ამს ვაპროტესტებდით მშვიდად და წყნარად. მე არ ვარღვევ კანონს, თავად არღვევენ და მოვიტანე კიბე, რომ სამსახურში შევიდე და ჩემი მოვალეობა შევასრულო“,- განაცხადა ხაბეიშვილმა. აღსანიშნავია, რომ კიბის მიტანის შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ხაბეიშვილს შენობაში შესვლის უფლება მისცეს და მას კიბის გამოყენება აღარ დასჭირდა. თბილისის საკრებულოში დილიდან ხმაურია და დაპირისპირებაა. თავდაპირველად ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის ხაბეიშვილმა, დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს და კარავი გაშალეს. ოთახიდან მათ გამოყვანას უსაფრთხოების სამსახური ცდილობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აქტივისტები მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, საპატრულო პოლიციამ მათ ოთახი ძალის გამოყენებით დაატოვებინა. დაპირისპირების დროს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჯა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი გააკრიტიკა. კუხიანიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში გარინდაშვილის ოჯახს პროვოკატორები უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)