08:42 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-17 14:04:23, 1830 ნახვა

პოლიტიკა
მოძრაობა „20/30-იანელების“ წევრებმა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ლობიანები მიიტანეს

სამოქალაქო მოძრაობა „20/30-იანელების“ წევრებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა ივანიშვილს ლობიანები და ჩიჩილაკები მიუტანეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, „20/30-იანელებმა“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს სურვილები გადასცეს, რომლებიც ბიზნესცენტრთან მიტანილ ჩიჩილაკზე დაკიდეს.

„დავკიდეთ სურვილები ჩიჩილაკზე, რომელსაც დავტოვებთ აქ. ვუსურვეთ ივანიშვილს, რომ ქვეყნის სადავეები შემდეგი წლების განმავლობაში მის ხელში იყოს, ჰყავდეს ნაკლები მოღალატე ახლო წრეში და ა.შ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics