|
2015-07-24 12:27:11, 521 ნახვა
საზოგადოება
არასრულწლოვანთა საქმეებთან შემხებლობაში მყოფი პირების სპეციალიზაციის პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში ტრენერთა გადამზადების კურსის პირველი ეტაპი დასრულდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ისუტციის სასწავლო წენტრიდან აცნობეს, ტრენინგის პირველ ეტაპზე სხვადასხვა უწყების 25-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა, რომლებიც მომდევნო ეტაპზე თავად გადაამზადებენ არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე თავიანთ კოლეგებს. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში დანერგილ სიახლეებს, სპეციალურ მიდგომებს და სტანდარტებს. მსმენელებმა გაანალიზეს ის თავისებურებები, რაც განასხვავებს არასრულწლოვნების მართლმსაჯულებას სრულწლოვანი პირების მართლმსაჯულებისგან; მათ უკვე შეუძლიათ შესაბამისი სტანდარტების დაცვით განახორციელონ საქმიანობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში. ასევე, სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი, სადაც მათ შეისწავლეს ტრენინგის ჩატარების სხვადასხვა მეთოდი და მსოფლიოში არსებული სტანდარტები ტრენინგის ჩატარების კუთხით. ბოლო დღე მთლიანად პრაქტიკულ მუშაობას დაეთმო, რითაც მონაწილეებმა შეძლეს გაეუმჯობესებინათ სწავლების პროცესის დაგეგმვისთვისა და მოდერაციისთვის საჭირო უნარები. ტრენინგების პირველი ეტაპი რვა დღე გაგრძელდა და დასრულდა 23 ივლისს. კურსი ხორციელდებოდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. 24 ივლისს იწყება არასრულწლოვანთა საქმეებთან შემხებლობაში მყოფი პირების სპეციალიზაციის პროცესის მეორე ეტაპი, სადაც სხვადასხვა უწყების 30-მდე თანამშრომელი გადამზადების იგივე რვადღიან კურსს გაივლის.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)