08:02 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 11:04:35, 1339 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - არ მაქვს უფლება, ჩემი პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს საზოგადოებას ან პოლიტიკურ პარტიებს

„მე როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება, ჩემი პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს საზოგადოებას ან პოლიტიკურ პარტიებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამოხატონ.

„პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან მე რომელსაც ვემხრობი არაერთხელ მაქვს ნათქვამი. თუმცა, მე როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება, ჩემი პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს საზოგადოებას ან პოლიტიკურ პარტიებს. ნუ მიხსნით ვინ ვარ. მე ვარ ქვეყნის პირველი პირი და პრეზიდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ამ საკითხზე უნდა დავუთმო პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, ვისურვებდი, რომ ამ საკითხზე და სხვა ბევრ საკითხზე დაპირისპირების ნაცვლად მოინახოს რამე გამოსავალი. ეს არის საჭირო ქვეყნის სტაბილურობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის და მეც ამის მომხრე ვარ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics