|
2015-07-24 10:56:34, 549 ნახვა
საზოგადოება
შსს–ს აკადემიამ პროექტის მართვის რეგიონულ სემინარს უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროკავშირის ინიციატივის – „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“ – ფარგლებში, პროექტის მართვის ორდღიანი რეგიონული სემინარი გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას ევროკავშირის ექსპეტრები უძღვებოდნენ და მასში მონაწილეობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს თანამშრომლები იღებდნენ. სემინარში, ასევე, რეგიონლული მასშტაბით მოლდოვას, უკრაინისა და სომხეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სემინარი მიზნად ისახავდა ევროკავშირის ამ ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტების იმპლემენტაციასა და მონიტორინგში ჩართული პერსონალის უნარჩვევების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა პროექტი 44 –„ქბრბ საფრთხეებზე (ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები) პირველადი მორეაგირეების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში“, რომელიც 2015 წელს დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს ქბრბ ინციდენტებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველყოფას, პასუხისმგებელ უწყებებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მორეაგირე უწყებების სათანადო აღჭურვილობით უზრუნველყოფა, შესაბამისი ტრენინგებისა და საწვრთნელი ვარჯიშების (მათ შორის სამაგიდო ვარჯიშების) ჩატარება, რეაგირების სფეროში არსებული ნორმატიული ბაზის დახვეწა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. უახლოეს მომავალში პროექტის საიმპლემენტაციო ფაზა დაიწყება. რეგიონული სემინარიც სწორედ ამ ფაზის წარმატებით განხორციელებას ემსახურება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)