08:02 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 15:26:12, 1528 ნახვა

პოლიტიკა
ნათელაშვილი აცხადებს, რომ დიპკორპუსს ივანიშვილის ქონების დაყადაღება სთხოვა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ღევანდელ შეხვედრაზე დიპლომატიურ კორპუსს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღება სთხოვა.

როგორც ნათელაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, მმართველი გუნდის ლიდერს საქართველოდან „მოპარული“ ქონება ევროპის ქვეყნებში გააქვს და იქ აბანდებს.

„ჩემი გამოსვლის დროს მთავარი მოთხოვნა გახლდათ ივანიშვილის მილიარდების დაყადაღება ევროპის ბანკებში. მას ჩვენგან მოპარული სიმდიდრე გააქვს სწორედ ჩვენს მოკავშირე ევროპის სივრცეში, იქ ყიდულობს უძრავ ქონებას, იქ აბანდებს აქციებში და აქტივებში, იქ ინახავს პირდაპირ ნატურალურად. მე დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ ვთხოვე განსაკუთრებით ევროკავშირიდან აკრედიტირებულს, რაც მალე იქნება დაყადაღება, დაპატიმრება, ფინანსური სანქციები ივანიშვილის ქონებაზე რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ფორმატში და უკვე ეს გაკეთებულია ევროპაში აბრამოვიჩიდან დაწყებული ვერიპასკამდე ყველა  სანქცირებულია, მით მალე და კატაკლიზმების გარეშე გადავა საქართველო განვითარების აი იმ  ეტაპზე, რისთვისაც მთელი ერი ამდენი წელი და საუკუნეა ვიბრძვით და რისი იმედიც აქვს ჩვენს ევროპელ მეგობრებს. იმდენად უყვარს ივანიშვილს ფული და ქონება, რომ 1 ევროც, რომ დაუყადაღონ ევროპის ბანკებში, ის იმ წუთას მიატოვებს თავის სამარცხვინო აქოთებულ გუნდს, იმ წუთში მიატოვებს პუტინს, თავის მფარველებს, იმ წუთში დაანებებს თავს სამუდამო დიქტატორობაზე ოცნებას და აიღებს ხელს ერთპიროვნული ტოტალიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებაზე“,- განაცხადა ნათელაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics