01:17 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 12:16:28, 1333 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ისრაელის ნაციონალური სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფიციალური პირები ესტურმნენ

ჯანდაცვის სამინისტროს ისრაელის ნაციონალური სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფიციალური პირები ესტურმნენ. მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს, განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო  შესაძლებლობები. ისრაულმა წარმომადგენლობამ დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმები, კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქვეყანაში სასწრაფო დახმარების სამსახურის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

ისრაელის ნაციონალური სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ხელმძღვანელი პირები ასევე ესტუმრნენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწავლო-სატრენინგო ბაზას. მხარეებმა ერთმანეთს ადგილობრივი სამუშაო პრაქტიკა გააცნეს და იმსჯელეს ქართულ-ისრაულ სამსახურებს შორის საერთო და განმასხვავებელ ძირითად საკვანძო საკითხებზე.

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პერმანენტულად აწარმოებს შეხვედრებს ისეთ წამყვან ქვეყნებთან, რომლებთაც სასწრაფო დახმარების მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული  მოდელი აქვთ დანერგილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics