|
2019-12-13 11:26:58, 830 ნახვა
საზოგადოება
გერმანელი ექსპერტები აღფრთოვანებულები არიან ქართული ღვინით - რუდოლფ კნოლი
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ქართული ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია გაიმართა, რომლისთვისაც საფერავის ყურძნის ჯიშისგან სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული 20-მდე ღვინო სპეციალურად შეირჩა. პრეზენტაციას გერმანული ღვინის ჟურნალის „VINUM"-ის მთავარი რედაქტორი და ღვინის ცნობილი ექსპერტი რუდოლფ კნოლი უძღვებოდა. ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, დარგის ექსპერტები, იმპორტიორები და მედია-ექსპერტები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია ასოციაცია „ქართული ღვინოს" ინიციატივითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა. რუდოლფ კნოლის შეფასებით, გერმანიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. „გერმანია არის ღვინის ქვეყანა და ძალიან კარგი ბაზარი. იმ ქვეყნებს, რომლებსაც უნდათ გერმანიაში შემოსვლა და თავისი თავის წარდგენა, არა მხოლოდ კარგი ღვინო უნდა წარადგინონ, არამედ ძალიან კარგი პრეზენტაციაც უნდა გაუკეთონ საკუთარ ქვეყანას. საქართველოს საამისოდ ყველანაირი შანსი აქვს. დღეს წარმოდგენილი საზოგადოება იყო მედიის სფერო და სომელიეები, ყველა იყო აღფრთოვანებული, იმით რაც გასინჯეს და მოისმინეს. ძალიან მოეწონათ საფერავის ჯიში, რომელსაც გერმანიაში არ იცნობენ. საფერავს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს გერმანულ ბაზარზე, თავისი უძველესი ისტორიიდან გამომდინარე. ვფიქრობ რომ საქართველო თუ განაგრძობს თავისი ქვეყნის ასეთ პრეზენტაციას ევროპის ბაზარზე, ეს ძალიან წარმატებული იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით", - აღნიშნა გერმანელმა ღვინის ექსპერტმა. გერმანია ქართული ღვინის მზარდ და მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 615 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 40%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)