07:17 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 17:00:50, 1746 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

პარლამენტმა მოქმედი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დაამტკიცა.

თადუმაძის კანდიდატურას მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრაში საპარლამენტო ოპოზიცია არ მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, მოსამართლეობის კანდიდატების უმრავლესობა ოპოზიციისთვის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია, რის გამოც მათ პროტესტი არაერთხელ გამოხატეს. კანდიდატებს შორის ერთ-ერთი, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა არსებობს, სწორედ მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი განათლების ხარისხია. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე განცხადება დღესაც გაკეთდა. კერძოდ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "მოქმედი გენერალური პროკურორის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება“. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics