07:18 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 13:21:02, 1183 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

პლენარული სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელია და ბექა ნაცვლიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მანმდე, ეკა ბესელიამ მოითხოვა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის საკითხი დღის წესრიგიდან ამოეღოთ, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის საკითხი დღის წესრიგში დარჩა, რის შემდეგაც დამოუკიდებელმა დეპუტატმა დარბაზი დატოვა.

პლენარულ სხდომას აღარ ესწრება არც ბექა ნაცვლიშვილი. მისი მოთხოვნა იყო, რომ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მხარი არ დაეჭირათ. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება. აღნიშნულის გასაპროტესტებლად პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics