|
2019-12-12 12:51:47, 1198 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: სიის ჩაგდებას არ ვაპირებთ, რადგან ეს ნიშნავს სასამართლოს გაჩერებას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩაგდებას არ აპირებს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი სიის ჩაგდების შემთხვევაში, „სასამართლო გაჩერდება“, რაც დაუშვებელია. „გუნდში გავლილია კონსულტაციები და ერთი მხრივ ჩვენ გვჭირდება, რომ ოპტიმალური რაოდენობა შევარჩიოთ, რომ უზენაესი სასამართლო არ გაჩერდეს და მეორე მხრივ, ალბათ, თქვენ ნახეთ დაახლოებით განწყობა იურიდიულ კომიტეტზე, მეორე მხრივ, რამოდენიმე კანდიდატი ბუნებრივია გამოირიცხა დაახლოებით ამის შესახებ წარმოდგენა უკვე შეგექმნებოდათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვაპირებთ სიის ჩაგდებას, იმიტომ რომ სიის ჩაგდება პირდაპირ თარგმანში ნიშნავს სასამართლოს გაჩერებას. ეს რომ სპეკულაციურია და სასამართლოს როგორ უტევდნენ 2 წლის განმავლობაში ნაცმოძრაობის და მათი მედიასაშუალებების წარმომადგენლები გახსოვთ და გუშინ წინ, ძალიან სიმბოლურად დაემთხვა, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაცია, ტყუილი და მთელი ორწლიანი კამპანია, რომელიც შეეხებოდა "რუსთავი 2“-ის საქმეზე თითქოს იჩაგრებოდა სასამართლოს მიერ ტელეკომპანია "რუსთავი”-ის მაშინდელი მფლობელები ყარამანიშვილები, „ნაცმოძრაობა“ და გვარამია, ეს ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი და ამას ბეჭედი დაუსვა არა ქართულმა რომელიმე ორგანიზაციამ, არამედ მსოფლიო მართლმსაჯულებაში ყველაზე კომპეტენტურმა და ავტორიტეტულმა ორგანომ, სტრასბურგის სასამართლომ, ამიტომ ასეთ სპეკულაციებზე როცა მიდიან და ამბობენ, რომ სია უნდა ჩავარდეს იმ სასამართლოს გაჩერებას აპირებენ, რომელიც თურმე მართალი ყოფილა”,- განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, 14 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია. კენჭისყრის პროცედურა ხმაურის ფონზე წარიმართა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)