|
2019-12-11 15:32:14, 1606 ნახვა
რეგიონი
ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პილოტური პროექტი იწყება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) პილოტური პროექტის საკოორდინაციო შეხვედრას დაესწრო. როგორც ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, პილოტური პროექტი სამინისტროს სააუზო მართვის გეგმების სგშ-ს განხორციელების კუთხით შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება. „ევროკავშირის დაფინანსებით ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც წყლის სექტორში სტრატეგიული დოკუმენტებისთვის სტრატეგიული შეფასების ჩატარებას გულისხმობს. პროექტი საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი დაძლევისთვის. პროქტის განხილვის ეტაპზე, შემუშავდება სტრატეგიული შეფასების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სამინისტროს წყლის სექტორში სტრატეგიულ დოკუმენტებზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების განხორციელებაში დაეხმარება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. საკოორდინაციო შეხვედრის მიზანი დაინტერესებული მხარეებისთვის სგშ-ს პილოტური პროექტის ამოცანების, მოსალოდნელი შედეგების და ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის მომზადების პროცესის გაცნობა იყო. შეხვედრის მონაწილეებმა ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სგშ-ს პილოტური პროექტის განხორციელების დადებითი მხარეები და ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორები განიხილეს. პილოტური პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის ინიცირებული და ევროკავშირის პროგრამის „წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს პარტნიორი სახელმწიფოების მიერ წყლის რესურსების სექტორში განსახორციელებელი რეფორმების გრძელვადიანი ხედვების ჩამოყალიბებას. საპილოტე პროექტს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE) და ევროპული კონსორციუმი (ავსტრიის გარემოსდაცვითი სააგენტო (ავსტრია) და წყლის საერთაშორისო ოფისის (საფრანგეთი)) ახორციელებენ. შეხვედრას გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო და დონორი ორგანზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)