|
2019-12-10 15:52:34, 1106 ნახვა
საზოგადოება
ევროპის სურსათის უვნებლობის უზენაეს ორგანოსთან თანამშრომლობა ღრმავდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტი ევროპის სურსათის უვნებლობის უზენაეს ორგანოსთან (EFSA) თანამშრომლობას აღრმავებს. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მომერანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების კუთხით მონაცემების შეგროვებას, გაზიარებას და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს. აღნიშნული მემორნადუმი ხელს შეუწყობს ცენტრის თანამშრომლებს სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების გლობალურ ექსპერტთა საზოგადოებაში ინტეგრაციაში, სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებასა და ქვეყანაში სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების სფეროში კვლევების გაძლიერებაში. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან წლების განმავლობაში წარმატებულად თანამშრომლობს, მხარეების ჩართულობით საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრაქტიკული ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც რისკის შეფასების და სურსათის უვნებლობის სპეციალისტები უკრაინიდან, ლატვიიდან, მოლდოვადან, ბელარუსიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ესწრებოდნენ. მხარეების თანამშრომლობით ამერიკულ სამეცნიერო გამოცემაში „Springer” ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნდა, რომელმაც მილიონობით მეცნიერის და ამ სფეროს ექსპერტის ინტერესი დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის ანალიზის და შეფასების პრინციპების განხორციელება საქართველოს ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) SPS შეთანხებით და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ევალება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)