|
2019-12-10 14:09:52, 1030 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ბავშთა ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბავშთა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში გაიმართა. კლინიკის წარმომადგენლებმა ეკატერინე ტიკარაძეს სამედიცინო დაწესებულებაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და გამოწვევების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. “თბილისის ბავშთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და აბსოლუტურად ყველა დასაქმებული პირი, ექიმები, სამედიცინო პერსონალი საკუთარი საქმის პროფესიონალია. მიუხედავად ამ დიდი გამოცდილებისა, კლინიკაში დღეს არსებობს გარკვეული პრობლემები პაციენტთა ნაკადთან დაკავშირებით, გვაქვს ფინანსური გამოწვევებიც. მინისტრთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის გზებზე შევთანხმდით. მსგავსი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება, სადაც უფრო დეტალურად გავივლით კლინიკაში არსებულ საკითხებს და გამოწვევებს. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში არსებული პრობლემები მოგვარდება“, - განაცხადა ბავშთა ინფექციური სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა მაჭავარიანმა. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში პირველი შეხვედრა გუშინ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელ პირებთან შედგა. მიმდინარე კვირაში კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უნივერსალური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)