06:33 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-10 10:46:47, 1729 ნახვა

პოლიტიკა
პუტინი ხანგოშვილზე: არაერთხელ მივმართეთ გერმანელ კოლეგებს ამ ბანდიტისა და მკვლელის ექსტრადირებაზე

„რუსულმა მხარემ არაერთხელ მიმართა გერმანელ კოლეგებს ბანდიტი და მკვლელი ხანგოშვილის ექსტრადირებაზე“ , - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „ნორმანდიული ოთხეულის“ ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, ხანგოშვილი იყო სისხლიანი ადამიანი და 2010 წლის მოსკოვის მეტროს აფეთქების ორგანიზატორი.

„ხანგოშვილი უხეში და სისხლიანი ადამიანი იყო. ერთ-ერთ საბრძოლო მოქმედებაში, რომელშიც ის მონაწილეობდა, მოკლედ 98 ადამიანი. ის იყო 2010 წლის მოსკოვის მეტროში აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი. ვფიქრობ, არაკორექტულია იმ დოპლომატების გაძევება, რომლებსაც ამ საქმესთან საერთო არაფერი აქვთ. რუსულმა მხარემ არაერთხელ მიმართა გერმანელ კოლეგებს ამ ბანდიტისა და მკვლელის ექსტრადირებაზე. სამწუხაროდ, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ“, -  აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, 23 აგვისტოს მოკლეს. გერმანელი სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მკვლელობის უკან დგას რუსული სპეცსამსახური.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics