|
2019-12-10 10:20:27, 773 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდ
სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგია და სამოქმედო გეგმის დოკუმენტზე მუშობა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით, გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობდა. აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითად მიზნებს კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია და სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტიანი სისტემების განვითარება წარმოადგენს. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული მენეჯერის, ნოდარ კერესელიძის განცხადებით, სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)