05:54 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 10:43:01, 1240 ნახვა

პოლიტიკა
ელიზაბეტ რუდი: მოლაპარაკების მეორე რაუნდი კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა

„მოლაპარაკების მეორე რაუნდი კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბედ რუდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხიც, რომ ოპოზიციამ პროტესტის გამოხატვა კანონის ფარგლებში უნდა შეძლოს. 

„მოლაპარაკების მეორე რაუნდი კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა. შევთანხმდით, რომ დიალოგის გასაგრძელებლად კიდევ ერთხელ შევხვდებით. საერთაშორისო მონაწილეების წახალისებით მოსალოდნელია, რომ შემდეგი დისკურსიის თემა პარლამენტში მაჟორიტარული ადგილების დაკომპლექტება იყოს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმის მნიშვნელობაზე, რომ ნებისმიერი პიროვნება თუ პოლიტიკური პარტია, რომელსაც სურს გამოხატოს თავისი სიტყვის თავისუფლება, ეს უნდა გააკეთოს კანონის თანახმად და კანონის დაცვით, რათა შენარჩუნებული იყოს კონსტრუქციული ატმოსფერო“, - განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდისა და გაერთიანებული ოპოზიციის დიალოგის მეორე რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით გუშინ, 8 დეკემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" შედგა, შეხვედრა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics