|
2019-12-07 16:16:13, 2598 ნახვა
კომენტარი
გახარია - UEFA-ს სტანდარტების სტადიონი ბათუმში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტისთვის, არამედ ტურიზმის სტიმულირებისთვისაც
2020 წლის გაზაფხულიდან ბათუმს UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება. მოედნის სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეცნო. ამ ეტაპზე, სამუშაოები შიდა და გარე პერიმეტრზე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. დასრულდა საფეხბურთო სტადიონის ფასადის და გადახურვის სამუშაოები, ასევე - გახმოვანების სისტემების მონტაჟი, დაიგო მინდვრის საფარი, მიმდინარეოვს სკამების მონტაჟი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სტადიონი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების მასპინძლობასაც შეძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტისა და ქალაქის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ქვეყანაში ტურიზმის სტიმულირებისთვისაც. „არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სპორტულ ინფრასტრუქტურაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. ეს გახლავთ უეფას მეოთხე კატეგორიის სტადიონი, რომელიც მარტში უკვე დასრულდება და ხელს შეუწყობს როგორც რეგიონში ტურიზმის განვითარებას, ასევე სპორტის განვითარებას. მოგეხსენებათ, რომ ბათუმის „დინამო" ჩათვალეთ, რომ დღეს უკვე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონია და დარწმუნებული ვარ რომ თითოეულ ფეხბურთის გულშემატკივარს, ბათუმის, აჭარის რეგიონის დასავლეთ საქართველოს და მთლიანად საქართველოს ექნება საშუალება, თანამედროვე, უაღრესად მაღალტექნოლოგიურ სტადიონზე უგულშემატკივროს და ჩვენს ფეხბურთელებთან ერთად ვიზეიმოთ ის გამარჯვებები, რომელიც ჩვენ გვექნება სპორტში და აუცილებლად გვექნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბათუმის „დინამო" ვიცე-ჩემპიონია ქვეყნის და მომავალი წლიდან მოუწევს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება", - განაცხადა გორგი გახარიამ. ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები პრემიერმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილთან ერთად დაათვალიერა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)