05:07 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 13:00:29, 1345 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის ელჩი: ქართველმა ხალხმა უნდა განიხილოს არა გერმანული ან ამერიკული, არამედ ქართული მოდელი

„ქართველი ხალხის საქმეა, მონახოს არა გერმანული, არა ამერიკული, არამედ ქართული მოდელი“, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგომ დილგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა დაინტერესებულია იმით, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგმა შედეგი გამოიღოს.

„ქართველი ხალხის გადასაწყვეტია გამონახონ ქართული მოდელი, ეს უნდა იყოს არა გერმანული ან ამერიკული არამედ ქართული. დიპლომატები ველოდებით, რომ ხელი შევუწყოთ დიალოგს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. ეს არის ერთადერთი გზა დემოკრატიის გასაძლიერებლად, რათა საქართველო განვითარდეს. ამიტომ ყველა თქვენი მეგობარი და პარტნიორი ვართ დაინტერესებული განვითარების ამგვარი გზით“, – განაცხადა დოლგოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics