|
2019-12-05 18:55:30, 1524 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით შემცირდა
2018 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შეადრებით, 2019 წლის 05 დეკემბრის მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით არის შემცირებული, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 32%-ით. 2018 წელს დაღუპულია 59 და დაშავებულია 199 ადამიანი, მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულია 38 და დაშავებულია 135 პირი. სამშენებლო სექტორში, ერთობლივი ინსპექტირების დასრულების შემდეგ, აგვისტოს ბოლოდან 5 დეკემბრის მონაცემებით, სამშენებლო ობიექტებზე დაღუპულთა რაოდენობა, მიმდინარე წლის ამავე სექტორში დაღუპულთა რაოდენობის მესამედია. საწარმოო უბედური შემთხვევების აღრიცხვა განახლებული მეთოდიკით ხდება. აღრიცხული ინციდენტების რაოდენობაში შესულია აგრეთვე საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევათა მონაცემები. ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება განხორციელებულია იმგვარად, რომ გამოირიცხოს საწარმოო უბედური შემთხვევების სტატისტიკაში ზედმეტი, დაუზუსტებელი ან/და შეუსაბამო ინფორმაციის მოხვედრა. 2020 წლიდან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, დაგეგმილია შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინსტიტუციური გაძლიერება და ინსპექტორების რაოდენობრივი ზრდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)