|
2019-12-05 12:31:56, 1046 ნახვა
საზოგადოება
ახალი რეგულაციები გარემოზე მავნე ზემოქმედების კუთხით კონტროლს და სანქციებს გაამკაცრებს
ქალაქ რუსთავში ჰაერის დაბინძურების საკითხის გადაჭრის გზებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში წარმოების განვითარება პრიორიტეტულია, თუმცა თითოეული მეწარმე ვალდებულია უზრუნველყოს გარემოსდაცვითი რეგულაციების დაცვა. სამეწარმეო საქმიანობა არ უნდა აყენებდეს ზიანს გარემოს და, შედეგად, მოსახლეობის ჯანმრთელობას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, რაც მნიშვნელოვანია არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების განსაზღვრისთვის. აღსანიშნავია, რომ ქალაქ რუსთავში არსებული ვითარების გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქალაქ რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური შემოწმებები განახორციელა. აღმოჩენილი დარღვევების შესახებ შეხვედრაზე თვითმართველობის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. შეხვედრაზე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამზადებს. ახალი რეგულაციები გარემოზე მავნე ზემოქმედების კუთხით კონტროლს და სანქციებს გაამკაცრებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)