|
2019-12-04 12:02:03, 879 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრა გაიმართება
ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ პირთან საჯარო შეხვედრა შაბათს, 7 დეკემბერს, 12:00 საათზე ვაკის პარკში გაიმართება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკი უკვე შერჩეულმა ბრიტანულმა კომპანიამ - CBA უნდა დააპროექტოს. მისივე თქმით, პარკს თბილისისა და თბილისელებისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს და დაპროქტების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა აუცილებელია. დედაქალაქის მერმა მოსახლეობას და ყველა დაინტერესებულ პირს განხილვის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. „აღნიშნული კომპანია ყველა დაინტერესებულ პირს წარუდგენს თავის ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს პარკის რეაბილიტაცია, განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა მათგანაც მიიღონ მოსაზრებები პარკის ფუნქციურ ზონირებასთან დაკავშირებით. ვაკის პარკი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე და თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენ მიერ შერჩეულ ბრიტანულ კომპანიას, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე პარკების მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს“,- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისი მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)