|
2019-12-03 18:34:17, 2459 ნახვა
პოლიტიკა
ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის გამო, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი დატოვა
პარტია „კანონი და სამართალი“ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატს ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი გახდა, რომელთან დაკავშირებითაც მას ინფორმაცია არ ჰქონდა. „ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის პრორუსული ვექტორის ძალებთან, ნებისმიერ ფორმატში ურთიერთობა, გარკვეულწილად ურთულესი თვითდისციპლინისა და ამავე დროს მორალური დისკომფორტის საკითხს წარმოადგენდა. შერჩეულ ფორმატს დავთანხმდით მხოლოდ იმის გამო, რომ გვქონდა საერთო მიზანი, რასაც პროპროციული არჩევნების დანერგვა და რიგგარეშე არჩვენების მოპოვება ქვია. ამ საკითხში ვთანხმდებით, რომ ყველას, მათ შორის ჩვენთვის მიუღებელ პოლიტიკურ სუბიექტებს, უნდა ჰქონდეთ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ნებისმიერი სხვა ფორმატი სადაც, რაიმე სახით პრორუსულ ძალებთან გაერთიანება იქნებოდა დასაშვები, ჩვენთვის მიუღებელი იყო და არის. ვიაზრებთ რა, ოპოზიციის ბრძოლის აუცილებლობას და კეთილშობილ მიზანს „პროპროციულ არჩევნებს“, რომლის მიღწევაც ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშნველოვანეს საკითხს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ვრჩებით აქტიური პროტესტის რიგითი მონაწილეები, ჩვენ ვართ და ვიქნებით ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცები, როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნების ასევე ივანიშვილის პოლიტიკურ რეჟიმთან ბრძოლის საქმეში, მაგრამ უარს ვაცხადებთ ოპოზიციის იმ ფორმატში მონაწილეობაზე, რომელშიც ნ. ბურჯანაძე და რუსული ვექტორის წარმომადგენელი პოლიტიკური სუბიექტები იქნებიან“, - წერს ჩარკვიანი. ამასთან, ჩარკვიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პარტიასთან ერთად ქუჩის აქციის და ყველა სხვა პროტესტის მონაწილე რჩება და თანადგომას უცხადებს მოსახლეობას და ამომრჩეველს. „ამავე დროს, განვმეორდები და ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ ვრჩებით ქუჩის აქციის და ყველა სხვა პროტესტის მონაწილეები, რათა თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს მოსახლეობას და ამომრჩეველს, არ გამოვეყოთ ჩვენს საერთო და სამართლიან ბრძოლას, იქ სადაც ყველაზე საჭირო და აუცილებელია. რუსულ ძალებთან ერთად, ერთ მაგიდასთან სხდომა ჩვენთვის მიუღებელია, მით უფრო იმის, ფონზე როდესაც ოპოზიციის ერთიანობის შემდეგომ, ნ. ბურჯანაძის მიერ ოკუპანტ სახელმწიფოში განხორციელდა ვიზიტი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის აზრით, მეტად საეჭვო ვითარებაში. ეს არის ის წყალგამყოფი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც კანონი და სამართლის არც ერთი წევრი არასდროს არ დაეთანხმება. ვამყაობ იმ ლიდერებით, რომლებსაც ესმით ხალხის ხმა და სულისკვეთება!“ , - წერს თაკო ჩარკვიანი. შეგახსენებთ, რომ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა. „კურიერის“ ინფორმაციით, ბურჯანაძე მოსკოვში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა და დეტალებზე ჩამოსვლის შემდეგ, თავად ისაუბრებს.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)