|
2019-12-03 14:47:24, 1519 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალური რეაბილიტაციისა და შშმ პირთა სერვისების დაფინანსება გაორმაგებულია
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა სადაც შშმ პირებთან დაკავშირებულ ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და ცხოვრებისეულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ღონისძიება საქართველოს მიერ შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების მეხუთე წელს მიეძღვნა. შშმ პირებისთვის ჯანდაცვისა და სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ. მისი თქმით კონვენციის ხელმოწერიდან 5 წლის თავზე საკმაოდ ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც ჯანდაცვის ასევე სოციალური ინკლუზიის მიმართულებით. „გაიზარდა მნიშვნელოვანი სერვისების მიმართ ხელმისაწვდომობა, მათ შორის რეგიონალურ დონეზე, თუმცა გაცილებით მეტი არის გასაკეთებელი, რისთვისაც საჭიროა გუნდური მუშაობა ბენეფიციართა ინფორმირების კუთხით, ასევე დაფინანსების ზრდის მიმართულებით. მნიშვნელოვანია არასამთავრობო თუ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს სერვისების ხარისხი. უამრავი სერვისი არის, რომელიც საჭიროებს გაძლიერებას და განვითარებას, მაგალითად ზრდასრულთა რეაბილიტაცია, დღის ცენტრების ხელმისაწვდომობა რეგიონებში, შინ მოვლის სერვისი, მაგრამ პირველი და მნიშვნელოვანი არის სერვისის მიმწოდებლის გაძლიერება. იგეგმება დაფინანსების გაზრდა ყოველწლიურად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაორმაგებულია ზოგადად სოციალური რეაბილიტაციისა და შშმ პირთა სერვისების დაფინანსება, ასევე იგეგმება დღის ცენტრების დაფინანსების გაზრდა. ამავდროულად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ სერვისის მიმწოდებლების დატრენინგებას ხარისხის გაძლიერებისა და გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)