|
2019-12-03 14:19:31, 1549 ნახვა
საზოგადოება
„LE PONT CAUCASIEN“-ის ხელმძღვანელი ილია კახოიძე მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს
ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, საფრანგეთში მოღვაწე კომპანია „LE PONT CAUCASIEN"-ის ხელმძღვანელი, ქართული ღვინის პრომოუტერი, ენოლოგი ილია კახოიძე მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს. მონაკოს სომელიეთა ასოციაციის რიგით 28-ე გალა-ღონისძიება მონტე-კარლოში გაიმართა. ილია კახოიძეს საპატიო წოდება ასოციაციის პრეზიდენტმა დომენიკ მილარდიმ გადასცა. „ვფიქრობ ძალიან საამაყოა, რომ მონაკოს სომელიეთა ასოციაციის გალა-საღამოზე, სადაც ამ სფეროში მოღვაწე ყველა გავლენიანი ფიგურაა მოწვეული, ირჩევენ მხოლოდ ერთ ახალ წევრს, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციით არის დაკავებული. გალა-საღამოს სტუმრები აცხადებდნენ, რომ "ჩვენ ყველანი ქართველებად ვგრძნობთ თავსო", ვფიქრობ მნიშვნელოვანი და სასიხარულიოა. ეს ყველაფერი არის იმ სწორი, მიზანმიმართული და დაუღალავი შრომის შედეგი“, - აცხადებს ილია კახოიძე. საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანია LE PONT CAUCASIEN-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა საფრანგეთში სხვადასხვა ღონისძიებაზე ხდება. LE PONT CAUCASIEN-ისა და მონაკოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის დომინიკ მილარდის ინიციატივით, ქართული ღვინის დეგუსტაციები მონაკოშიც გაიმართა, რის შედეგად მონაკოს რესტორნების მენიუში ქართული ღვინოc გამოჩნდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)