|
2019-12-03 12:43:51, 1525 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე დაპირისპირებაზე: რატო უნდა მოგინდეს „ოცნების“ ოფისთან გააპროტესტო, არ არის სხვა ლოკაციები?
„რატო უნდა მოგინდეს, რომ მიხვიდე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან და გააპროტესტო, არ არის სხვა კონკრეტული ლოკაციები იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი თუ რა?“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან არის მიზანმიმართულად ორგანიზებული. „კატეგორიულად ვემიჯნები ყველaნაირ ძალადობას და ნამდვილად არ მსიამოვნებს ის დაპირისპირებები. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატო უნდა მოგინდეს, რომ მიხვიდე პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან და გააპროტესტო, არ არის სხვა კონკრეტული ლოკაციები იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი თუ რა? ნუ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება იმiსთვის, რომ მოხდეს დაპირისპირება. ახალგაზრდები არიან და მითუმეტეს, კატეგორიულად მიუღებელია მათი ერთმანეთთან დაპირისპირება. ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი, მე ვფიქრობ, სხვა მიმართულებით უნდა გამოვიყენოთ და მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას და წინსვლას და არა ერთმანეთთან დაპირისპირებას და ცხვირ-პირის მტვრევას“,- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, მცხეთის მერიასთან და, მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე მათგანი დაშავდა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)