|
2019-12-02 14:36:45, 849 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ენერგეტიკულ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურას ნეპალის სამთავრობო დელეგაცია გაეცნობა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ნეპალის სამთავრობო დელეგაცია გაეცნობა, რომელიც საქართველოში აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით იმყოფება. პირველი საინფორმაციო შეხვედრა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი. ნეპალის დელეგაციას ქვეყნის ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და ირიგაციის მინისტრი ტოიანათ ადჰიკარი ხელმძღვანელობს. მასში ასევე შედიან ნეპალის ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ნეპალის დელეგაცია გაეცნობა ენერგოსექტორის მარეგულირებელ ბაზას, აგრეთვე შეხვედრებს გამართავს საქართველოს საჯარო და კერძო ენერგოსექტორის წარმომადგენლებთან. „დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს გამოცდილება ჩვენს ნეპალელ კოლეგებს საკუთარ საქმიანობაში დიდად დაეხმარება. განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ენერგეტიკის ბაზრის რეფორმაზე, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კონკურენტუნარიანობა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. "USAID" ნეპალის ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ნეპალის მთავრობა დაუკავშირდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა მომხდარიყო ნეპალის ენერგეტიკის სფეროთი დაინტერესებული მხარეების სასწავლო-გაცვლითი ვიზიტი საქართველოში. აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორის პიტერ ვიბლერის განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ განსაკუთრებულ პროგრესს მიაღწია ამ სექტორში, განსაკუთრებით კი ბაზრის რეგულირების მიმართულებით და ამ თვალსაზრისით, ნეპალელ სტუმრებს ბევრი რამ შეუძლიათ ისწავლონ ქართველებისგან, თუმცა საქართველოსაც შეუძლია გაიზიაროს მათი ნეპალელი კოლეგების გამოცდილება. ნეპალის დელეგაცია საქართველოში 7 დეკემბრამდე დარჩება. საქართველოში გამართულ შეხვედრებისას, ასევე განხილული იქნება ენერგეტიკაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვასთან, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გამარტივებასა და რეგიონალური ელექტროენერგიის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)